საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 22. მეხრესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გზაზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზაზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან.

2.გზაზე მოძრავი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის მართვა უნდა განხორციელდეს სავალი ნაწილის კიდესთან ყველაზე ახლო მანძილზე ან გვერდულაზე (თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს) ერთრიგად, მოძრაობის მიმართულებით.

3.საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე იგი ამ კანონით დადგენილი წესით უნდა აღიჭურვოს სინათლეებით.

4.სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

5.საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტო­რიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.

6.პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.

7.პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგზე გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი პირუტყვი უნდა დაიყოს ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა.

8.მეხრეს ეკრძალება: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა); გ) სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

9.თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
304304¹451272421438 (და…43 (დ…3152022
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს ტყის კოდექ…მეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა