ამ წესით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების საფუძველზე გამოთვლილი ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება: ა) 2 დღე-ღამით – ტვირთის გაგზავნასა და მიტანასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად; ბ) 2 დღე-ღამით – სარეფრიჟერატორო სექციის დამტვირთავ-გადმომტვირთავი ყოველი შუალედური სადგურისთვის, თუ ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა რამდენიმე სადგურზე ხორციელდება; გ) 1 დღე-ღამით – ტვირთის გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად, თუ ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით; დ) 1 დღე-ღამით – პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ტვირთის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად; ე) 2 დღე-ღამით – ტვირთის გადასატვირთად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვლიან ვაგონში; ვ) 1 დღე-ღამით – ვაგონის გადასაყენებლად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვალზე; ზ) 1 დღე-ღამით – ტვირთის მისამართის შესაცვლელად; თ) 1 დღე-ღამით – წვრილმანი გზავნილებით ან კონტეინერებით 1000 კმ-მდე, ხოლო 2 დღე-ღამით – 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაზიდვისას, სატვირთო-სახარისხებელ ბაქნებზე ტვირთის დაგროვება-დასახარისხებლად; ი) 1 დღე-ღამით – სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის უზრუნველსაყოფად საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში; კ) 1 დღე-ღამით – ტვირთის წონის განსასაზღვრად გაგზავნის სადგურის მომიჯნავე სადგურში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
მუხლი 70
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

