“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 72

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.არაგაბარიტული ტვირთის მიტანის ვადა , არაგაბარიტულობის მე -6 ხარისხისა და ზეგაბარიტული ტვირთის გარდა , განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით შემდეგი ნორმებით : ა) 1 დღე-ღამე ყოველ 100 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის 1-4 ხარისხის ტვირთისთვის; ბ) 1 დღე-ღამე ყოველ 80 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის მე-5 ხარისხის ტვირთისთვის.

2.ტვირთის მატანის ვადა არაგაბარიტულობის მე -6 ხარისხისა და ზეგაბარიტიანი ტვირთვისათვის , რომელიც სვლის მთელ გზაზე სიჩქარის სპეციალურ შეზღუდვას მოითხოვს , არ წესდება .

3.არაგაბარიტულობის 1-5 ხარისხის ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება : ა) 1 დღე-ღამით – გაგზავნის მოსამზადებლად, სადგურის მიერ ტვირთის გატარებაზე ნებართვის მიღების მომენტიდან; ბ) 1 დღე-ღამით – ტვირთის ყოველი გადაცემისთვის ერთი სადგურიდან მეორე სადგურზე; გ) ამ წესების 70-ე და 71-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.საფრთხეშემცველი ტვირთის მიტანის ვადა განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით სარკინიგზო კვანძების შემოვლის გათვალისწინებით, ამ წესების 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
253641127¹132369698688706967772
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა