“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 364

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად გადაცემისას აუცილებელია რკინიგზის მონაწილეობა‚ სადგური ვალდებულია‚ შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, მიიღოს მონაწილეობა ტვირთის გაცემაში და გადმოტვირთვის შედეგების მიხედვით გააფორმოს კომერციული აქტი. ამის შესახებ აღინიშნება მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს „შენიშვნის“ გრაფაში ან მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტში‚ სადაც აღინიშნება საერთო ფორმის ან კომერციული აქტის ნომერი.

2.თუ კომერციული უწესივრობა გამოვლინდა ვაგონის სარკინიგზო გადასაყენებელ ლიანდაგზე (კონტეინერების) გადაცემის შემდეგ‚ პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისთვის ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31205229362414364
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა