“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 388

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მისასვლელ ლიანდაგს აქვს საზღვარი საერთო მოხმარების რკინიგზის ლიანდაგთან, რომელიც აღინიშნება ნიშნით „რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის საზღვარი“. ამ ნიშნის დაყენების ადგილს განსაზღვრავს რკინიგზა.

2.მისასვლელი ლიანდაგი შეიძლება გაიხსნას მუდმივი ან დროებითი ექსპლუატაციისთვის.

3.მუდმივი ექსპლუატაციისთვის ახლად აშენებული მისასვლელი ლიანდაგის გახსნა და მასზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ჩამოყენება დაიშვება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციაში შესვლისა და მისი მომსახურების პირობების განსაზღვრის შემდეგ. გადაწყვეტილება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციაში შესვლის თაობაზე მიიღება კომისიურად‚ რკინიგზისა და მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლის წარმომადგენლის მონაწილეობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30315106134391387392394030 (დ…67²388
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…განსაკუთრებული მნიშვნე…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა