“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 399

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების პროექტებს შეიმუშავებს რკინიგზა. პროექტებს ხელს აწერს რკინიგზის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

2.ხელშეკრულების ხელმოწერილი პროექტის 2 ეგზემპლარს რკინიგზა განსახილველად და ხელმოსაწერად წარუდგენს მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს‚ რომელიც განიხილავს, ხელს აწერს და უბრუნებს მას რკინიგზას მიღებიდან 10 დღის ვადაში.

3.თუ მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე არ ეთანხმება პროექტის პირობებს‚ მაშინ, ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერასთან ერთად, იგი ადგენს უთანხმოების ოქმს და ხელშეკრულების ხელმოწერილ პროექტთან ერთად, მის ორ ეგზემპლარს, გადასცემს რკინიგზას. უთანხმოების არსებობის თაობაზე აღინიშნება ხელშეკრულების პროექტში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3130131342111065²4013963973967²399
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…საგზაო მოძრაობის შესახ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა