“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 397

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტის მონაცემების‚ მისი გეგმის‚ გრძივი პროფილისა და ხელოვნურ ნაგებობათა ნახაზის გათვალისწინებით.

2.მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების დადებამდე რკინიგზა, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლესთან ერთად, ამოწმებს მისასვლელ ლიანდაგს და მის ტექნიკურ აღჭურვილობას. შემოწმების შედეგები ფორმდება რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტით, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.

3.მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს ხელს აწერს სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე. საჭიროებისას‚ მისასვლელი ლიანდაგის შესამოწმებლად შეიძლება მოწვეული იყოს მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი‚ სალიანდაგო დისტანციის გზის ოსტატი და რკინიგზის სხვა შესაბამისი სპეციალისტები. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმებას ხელმძღვანელობს სადგურისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4.შემოწმების მონაწილე მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე ხელს აწერს მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს‚ ხოლო, თუ იგი არ ეთანხმება აქტში შეტანილ მონაცემებს‚ ხელს აწერს აქტსა და წერილობით აყალიბებს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31308392403389408 (და…9 (და…867²13397
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საგზაო მოძრაობის შესახ…ენერგეტიკისა და წყალმო…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა