საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 171 1 მუხლის მე-3−4 1 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178 1 მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2.რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

3.საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის) და 171 1 მუხლის მე-3−4 1 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისთვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

4.ამ კოდექსის 106 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6147 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №509 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 24 აპრ. 2020 – 14 ივნ. 2021 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2019 – 1 დეკ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2025
  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  3. · გამოქვეყნდა 10 თებ. 2020
  4. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018

    211-ე მუხლის პირველი ნაწილი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და დაემატა მე-3 ნაწილი საჯარიმო ქვითრის ოქმის გარეშე გამოწერის შესახებ.

  5. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2012
  6. 211-ე მუხლიდან ამოღებულია სსრ კავშირის გზათა სამინისტროს გასამხედროებული დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე; დაემატა 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტის მითითება.

  7. 211-ე მუხლში მინისტრთა საბჭოს ნუსხა შეიცვალა თანამდებობის პირთა პირდაპირი ჩამონათვალით, ოც მანეთამდე ჯარიმის ზღვრით და ოქმის გარეშე ადგილზე ჯარიმის წესით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹61932142122093767 (და…1420211
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…შრომის ინსპექციის შესა…შრომითი მიგრაციის შესა…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა