Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო ტრანსპორტის შესახებმუხლი 5²

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 5². ნებართვების გამცემი ორგანოები

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:ტრანსპორტიზოგადი ბიზნესირეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიერ მისთვის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს გასცემს სააგენტო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. სხვა თვითმმართველ ქალაქში აღნიშნულ ნებართვას გასცემს ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან  თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2¹.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის  ნებართვას  გასცემს  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობა,  მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3.ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კო ნტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7063 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1586 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 მაი. 2026
  2. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  3. 29 ივლ. 2020
  4. 19 ივნ. 2020
  5. 24 მაი. 2018
  6. 19 თებ. 2014

    მე-2 პუნქტში ნებართვის გამცემად დასახელებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რუსთავი-თბილისის მარშრუტის მითითება თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტს უკავშირდება, ხოლო აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების წესი ამოღებულია.

  7. 1 ივნ. 2011

    5² მუხლის მე-2 პუნქტში დედაქალაქისთვის ნებართვის გამცემი ორგანოები დარჩა თბილისის მთავრობა ან მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, ხოლო დაემატა რუსთავი–თბილისის მარშრუტზე ნებართვის გაცემა რუსთავის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

  8. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    5² მუხლის პირველ პუნქტში 2 სამუშაო დღის ვადა დარჩა „დ“ ქვეპუნქტზე, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს სააგენტო გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად; გაცემის სუბიექტი სააგენტოა.

  9. 20 ოქტ. 2010

    5² მუხლის მე-2 პუნქტში თბილისისთვის ნებართვის გამცემად დასახელდა თბილისის მთავრობა ან მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული; ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით რეგულირდება, ხოლო წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემის წესის დადგენის დებულება ამოღებულია.

  10. 27 დეკ. 2007

    5² მუხლის მე-2 პუნქტში 5¹ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო წესს ადგენს მისი წარმომადგენლობითი ორგანო; ქალაქისა და რაიონის მითითება და „(მმართველობის)“ ამოღებულია.

  11. 10 აპრ. 2007

    5² მუხლის პირველ პუნქტში ნებართვის გამცემი კომისიის ნაცვლად ადმინისტრაციაა; 2 სამუშაო დღის ვადა მხოლოდ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებს ეხება, ხოლო „გ“ ქვეპუნქტზე ცალკე წესია, რომელიც მთავრობის ნორმატიულ აქტს უშვებს.

  12. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    5² მუხლის პირველ პუნქტში „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას 2 სამუშაო დღეში ახლა კომისია გასცემს, ადმინისტრაციის ნაცვლად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5¹შემდეგი მუხლი 5³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარე რეკლამის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • საგზაო ტრანსპორტის ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №42

  • 12 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2026
  • 16 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 5¹მუხლი 5¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5⁶ნებართვის მოქმედების ვადა
  • 5¹საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26²მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი
  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 40ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 24ნებართვის გაცემის დამატებითი წესი
  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 6განცხადების

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 59საავიაციო საქმიანობის ნებართვა

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 6ლიცენზიის გაცემის პროცედურა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2324205¹26²32405¹5⁶6596145²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო ტრანსპორტ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს აღმასრულებ…საქართველოს საჰაერო კო…სააღმზრდელო საქმიანობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026