1.ვაგონის ყოფნის დროდ მისასვლელ ლიანდაგზე მიიჩნევა: ა) არა უადრეს შეტყობინებაში მითითებული დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა შეტყობინებით; ბ) არა უადრეს განრიგით გათვალისწინებული ვადა – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა განრიგის მიხედვით; გ) არა უადრეს წინა მიწოდების შემდეგ დაწესებული ინტერვალის გასვლის დრო – თუ ვაგონის მიწოდება-გამოყვანა მოხდა ინტერვალების ხანგამოშვებით.
2.თუ ვაგონები რკინიგზამ შეტყობინების გარეშე მიაწოდა, ვაგონები ეთვლება ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს და მათი ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე იანგარიშება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდების შემდეგ 2 საათის გასვლამდე.
3.თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინებაში მითითებულ ვადაზე გვიან, ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება მათი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება 2 საათს აღემატება‚ მაშინ რკინიგზა ვალდებულია‚ კვლავ შეატყობინოს ტვირთმიმღებს, ტვირთგამგზავნს ან მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლეს მომავალი მიწოდების შესახებ.
4.( ამოღებულია). საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/1524 – სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.30

