“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 357

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთმიმღების საშუალებით ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად მიწოდების თაობაზე სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დადგენილი ფორმით შეატყობინოს ტვირთმიმღებს ვაგონების (კონტეინერების) მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე.

2.თუ რკინიგზა ვაგონებს მიაწვდის შეტყობინების გარეშე‚ მიწოდებული ვაგონები ჩაეთვლება ტვირთმიმღებს და მათი ყოფნის დრო რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდებიდან ორი საათის გასვლის შემდეგ.

3.თუ ვაგონი, შეტყობინებაში აღნიშნულ ვადასთან შედარებით, დაგვიანებით იქნა მიწოდებული, ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე იანგარიშება ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება ორ საათს აღემატება‚ მაშინ რკინიგზა ვალდებულია‚ კვლავ შეატყობინოს ტვირთმიმღებს მომავალი მიწოდების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202825145150698412362408357
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა