“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 443

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური უწესივრობის გამო გამოვლინდა ტვირთის გაჟონვა‚ გაფუჭება ან დასველება‚ კომერციული აქტთან ერთად დგება ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი, რომლის ფორმა განსაზღვრულია ამ წესების დანართით.

2.ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი დაერთვის კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს‚ მეორე კი, რჩება მის შემდგენელ სადგურში.

3.ვაგონის (კონტეინერის) ტექნიკური მდგომარეობის აქტი, როგორც წესი, უნდა შედგეს ვაგონის (კონტეინერის) უწესივრობის გამოვლენის დღეს, მაგრამ არა უგვიანეს კომერციული აქტის შედგენის დღისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52205136375366444107456175620 (დ…443
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს გარემოს და…საზღვაო კოდექსიბუნებრივი გაზის მიწოდე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა