“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 451

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სვლის გზაზე ვაგონის დაზიანების აქტი დგება ოთხ ეგზემპლარად, ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე.

2.ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონის დაზიანებისას დგება ვაგონის დაზიანების აქტის დამატებითი ეგზემპლარი‚ რომელიც მათ გადაეცემათ მოთხოვნისამებრ.

3.თუ ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის თანხლებით, ვაგონის დაზიანების აქტს ხელი შეიძლება მოაწეროს ტვირთის გამყოლმა‚ თუ მას, ზედნადების მიხედვით, მინიჭებული აქვს ტვირთგამგზავნის უფლებები.

4.ვაგონის დაზიანების აქტში აღინიშნება დაზიანების მიზეზები და ჩამონათვალი‚ სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი რემონტის სახეობა‚ დაზიანებული დეტალებისა და ვაგონის აღდგენის ღირებულება, ხოლო სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტში დამატებით მიეთითება მიწერის დეპო და რკინიგზა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5152451071727046897034504494529 (და…451
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა