“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 452

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ვაგონი დაზიანდა შეჯახების‚ რელსიდან გადმოსვლის ან მარცხის შედეგად‚ მაშინ ვაგონის დაზიანების აქტის სტრიქონში „დამატებითი მონაცემები“ აღინიშნება ქედის კოჭის‚ გრძივი გვერდის შველერისა და ხერხემლის ძელის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის მაქსიმალური ნაღუნის სიდიდე‚ აგრეთვე ვაგონის ჩარჩოს გასარემონტებელი ელემენტების დასახელება.

2.თუ აღდგენითი სამუშაოს შესრულებისას ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაზიანებულმა ვაგონმა დამატებითი დაზიანება მიიღო‚ დგება ვაგონის დაზიანების აქტის დანართი, რომელშიც აღინიშნება დაზიანების ნუსხა და მისი გამომწვევი გარემოება. აქტის დანართი დგება იმ შემთხვევაშიც‚ თუ ვაგონს აქვს ჩარჩოს კოროზიულობა‚ კონსტრუქციული და ცვეთის სხვა ნაკლოვანება და ამის გამო ინვენტარიდან ამორიცხვას ექვემდებარება.

3.ვაგონის დაზიანების აქტის დანართს ხელს აწერს სავაგონო დეპოს უფროსი (უფროსის მოადგილე)‚ რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორი‚ რკინიგზის სავაგონო მეურნეობის რევიზორი და აღმდგენი მატარებლის უფროსი. ხელმოწერა ვაგონის დაზიანების აქტსა და მის დანართში მოწმდება სავაგონო დეპოს ბეჭდით‚ რომელიც საფინანსო ოპერაციისთვის გამოიყენება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
515215107279309¹⁷6944494514489 (და…9452
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სარკინიგზო…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა