“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 450

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვაგონის დაზიანების აქტი თითოეულ ვაგონზე დგება ცალ-ცალკე: ა) თუ ვაგონი ექვემდებარება მიმდინარე რემონტს – 3 ეგზემპლარად; ბ) თუ დაზიანება მოხდა შეჯახებისას და რელსიდან გადმოსვლის დროს – 4 ეგზემპლარად; გ) თუ ვაგონი ექვემდებარება გეგმიურ რემონტს ან ინვენტარიდან ამორიცხვას – 5 ეგზემპლარად; დ) სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას – 6 ეგზემპლარად.

2.ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან ვაგონის დამზიანებელ სხვა პირს‚ მეორე – დაერთვის ანგარიშს‚ რომელიც წარედგინება ვაგონის დაზიანებისთვის‚ მესამე – შესანახად რჩება სავაგონო დეპოში‚ რომლის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ვაგონის დაზიანების აქტს‚ მეოთხე – გადაეცემა რკინიგზის სავაგონო მეურნეობის სამსახურს‚ მეხუთე – გადაეგზავნება ქარხანას ან სავაგონო დეპოს‚ რომელმაც უნდა გაარემონტოს ვაგონი. სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტის მეექვსე ეგზემპლარი გადაეცემა სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს, მიწერის დეპოში გადასაცემად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4552511072793637044514564499 (და…7450
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა