1.ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების პირობებს გაგზავნის სახეობის მიხედვით.
2.ტვირთის გადაზიდვა სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით ფორმდება გუ-27 ფორმის ზედნადებით ან გუ-29-0 ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტით, რომელიც შედგება ზედნადების, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრისგან.
3.ტვირთის გადაზიდვა სავაგონო გზავნილებით შეიძლება გაფორმდეს ელექტრონული ზედნადებით.
4.ტვირთის მარშრუტებით, ვაგონთა ჯგუფებით და კონტეინერებით გადაზიდვისას ზედნადების შევსების წესი და მისი ფორმა განისაზღვრება შესაბამისად ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებითა და უნივერსალური კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის წესებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

