1.ეს წესი განსაზღვრავს ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს .
2.ვაგონთა ჯგუფებით გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი ( ჯგუფური ან სამარშრუტო გაგზავნა ) შეიძლება გაფორმებულ იქნეს ამ წესების დანართით განსაზღვრული გუ -27 ე ფორმის ერთი ზედნადებით , თუ : ა ) ტვირთი ერთგვაროვანია ; ბ ) დატვირთვა - გადმოტვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში ; გ ) ტვირთი გადასაზიდად ერთმა ტვირთგამგზავნმა წარუდგინა ერთ გაგზავნის სადგურს ; დ ) ტვირთი იგზავნება ერთ დანიშნულების სადგურში ერთი ტვირთმიმღების მისამართით ; ე ) გადაზიდვის პროცესში ტვირთის მასა და ვაგონების რაოდენობა უცვლელი რჩება .
3.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

