1.გუ -27 ე ფორმის ზედნადები შეივსება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად და მის სათაურში ტვირთგამგზავნი გადაშლის : ა ) სამარშრუტო გზავნილით ტვირთის გადაზიდვისას – სიტყვებს „ან ვაგონთა ჯგუფებს ”; ბ ) ჯგუფური გზავნილით ტვირთის გადაზიდვისას – სიტყვებს „მარშრუტს ან ”.
2.ადგილების რაოდენობა , ტვირთის მასა და გადაზიდვის საფასური ზედნადების შესაბამის გრაფაში აღინიშნება თითოეული ვაგონის მიხედვით , ხოლო ადგილების საერთო რაოდენობა , გადასაზიდი ტვირთის მთელი მასა და გადაზიდვის საერთო ღირებულება – ზედნადების წინაპირზე .
3.ჯგუფის თითოეული ვაგონის საკეტ - საპლომბი მოწყობილობის მონაცემების შესახებ ტვირთგამგზავნი აღნიშნავს ზედნადების თანდასართავ დამატებით ფურცელზე . დამატებით ფურცელს ტვირთგამგზავნი ავსებს სამ ეგზემპლარად და ხელს აწერს მათ . ზედნადებში , ტვირთის დასახელების ქვეშ , ტვირთგამგზავნი აღნიშნავს : „მონაცემები საკეტ - საპლომბი მოწყობილობის შესახებ იხილე დამატებით ფურცელზე ”.
4.ზედნადებსა და დამატებითი ფურცლის სამ ეგზემპლარს ტვირთგამგზავნი წარუდგენს გაგზავნის სადგურს , რომელსაც დამატებითი ფურცლის ყველა ეგზემპლარში შეაქვს ზედნადების ნომერი .
5.დამატებითი ფურცლის პირველი და მეორე პირი გაგზავნის სადგურმა თან უნდა დაურთოს შესაბამისად ზედნადებსა და საგზაო უწყისის ყუას , მესამე ეგზემპლარი კი , ტვირთის მიღების ქვითართან ერთად , დაუბრუნოს ტვირთგამგზავნს გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად .
6.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

