“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 47

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადაზიდვის საბუთების ბლანკები შეივსება საბეჭდი მანქანის, მათ შორის, კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით, ან ხელით, მელნიანი (ბურთულიანი) კალმით, ხოლო ცალკეული მონაცემები აღინიშნება შტემპელით.

2.გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების წაშლა ან გადახაზვა აკრძალულია.

3.ტვირთგამგზავნის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების შეცვლის აუცილებლობისას იგი ვალდებულია შეავსოს ამ საბუთების ახალი ბლანკი.

4.რკინიგზის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების ცვლილებებსა და დამატებებს გადაზიდვის საბუთებს შემდგენელი რკინიგზის მუშაკი ამოწმებს ხელმოწერითა და სადგურის შტემპელით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3816533686796766651491358 (და…9 (და…47
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა