საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 38. მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით (ბილეთით) რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრი სამგზავრო მატარებელში შესაბამისი ადგილით, მიიყვანოს იგი დანიშნულების ადგილამდე და გადაზიდოს მისი ბარგი.

2.მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, ტვირთგამგზავნი კი – ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასური.

3.მგზავრის მიერ ბარგის, ხოლო ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთ-ბარგის ჩაბარება დასტურდება შესაბამისად ბარგის ქვითრითა და ტვირთ-ბარგის ქვითრით.

4.თუ მატარებელში თავისუფალი ადგილია, რკინიგზა ვალდებულია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურით გააფორმოს ბილეთის გაცემა. შეღავათებით მგზავრობის კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.მგზავრი ვალდებულია, თან ჰქონდეს ბილეთი. მგზავრის მიერ ბილეთის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ახალი ბილეთი არ გაიცემა და მგზავრს ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება, გარდა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.

6.რკინიგზის ვაგზლის შესანახ საკანში ხელბარგისა და ბარგის ჩაბარება შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ბილეთი, გარდა იმ საგნებისა და ნივთიერებებისა, რომელთა შენახვა აკრძალულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით (ბილეთით) რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრი სამგზავრო მატარებელში შესაბამისი ადგილით, მიიყვანოს იგი დანიშნულების ადგილამდე და გადაზიდოს მისი ბარგი. 2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, ტვირთგამგზავნი კი – ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასური. 3. მგზავრის მიერ ბარგის, ხოლო ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთ-ბარგის ჩაბარება დასტურდება შესაბამისად ბარგის ქვითრითა და ტვირთ-ბარგის ქვითრით. 4. თუ მატარებელში თავისუფალი ადგილია, რკინიგზა ვალდებულია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურით გააფორმოს ბილეთის გაცემა. შეღავათებით მგზავრობის კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მგზავრი ვალდებულია, თან ჰქონდეს ბილეთი. მგზავრის მიერ ბილეთის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ახალი ბილეთი არ გაიცემა და მგზავრს ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება, გარდა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა. 6. რკინიგზის ვაგზლის შესანახ საკანში ხელბარგისა და ბარგის ჩაბარება შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ბილეთი, გარდა იმ საგნებისა და ნივთიერებებისა, რომელთა შენახვა აკრძალულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4173716517217066966863662312038
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა