1.თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით , გადაზიდვის საბუთების გაფორმების დაჩქარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გუ -29- ი ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტი , რომელიც მოიცავს ზედნადებს , საგზაო უწყისს , საგზაო უწყისის ყუასა და ტვირთის მიღების ქვითარს .
2.გადაზიდვის საბუთების კომპლექტში შემავალი ბლანკების ფორმა საშუალებას იძლევა , რომ ასლის გადასაღები ქაღალდის გამოყენებით ერთდროულად იქნეს შევსებული იდენტურად განლაგებული გრაფები .
3.გადაზიდვის საბუთების შევსებულ კომპლექტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი .

