“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 73

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მშენებარე სარკინიგზო ხაზის სადგურში ან ამ ხაზის სადგურიდან საერთო სარგებლობის სარკინიგზო ხაზზე გასაგზავნი ტვირთის მიტანის ვადა, რომელიც ერთიანი გადაზიდვის საბუთით გადაიზიდება, განისაზღვრება ცალკე რკინიგზის საერთო ქსელის მანძილზე, ცალკე კი, მშენებარე სარკინიგზო ხაზის მანძილზე მიტანის ვადების ჯამით.

2.მშენებარე სარკინიგზო ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის ორჯერ შემცირებული ნორმებით და დამატებით მატულობს 2 დღე-ღამით რკინიგზის საერთო ქსელიდან მშენებარე სარკინიგზო ხაზზე (და უკან) ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად.

3.თუ ტვირთი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო სექციით, მშენებარე სარკინიგზო ხაზის ერთ ან სხვადასხვა დანიშნულების სადგურზე მდებარე რამოდენიმე ტვირთმიმღების მისამართით, ამ ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება ამ წესების 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის სამჯერ შემცირებული ნორმებიდან გამომდინარე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25363513436969868969706819 (დ…15173
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…მუნიციპალური ნარჩენები…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა