1.ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი არეგულირებს ტვირთის გადაზიდვას ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის ( შემდგომ – გამყოლი ) თანხლებით .
2.გამყოლის თანხლებით სავაგონო გზავნილებით გადაიზიდება შემდეგი ტვირთი : ა ) ცხოველები ; ბ ) ცოცხალი თევზი და თევზსაშენი მასალა ( ლიფსიტები ); გ ) მალფუჭებადი და სასურსათო ტვირთი , რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს სპეციალურ მომსახურებას ( გათბობას , ვენტილირებას , მოვლას ); დ ) ღვინო , ღვინომასალა და საკონიაკო სპირტი , რომელიც ჩასხმით გადაიზიდება სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაზე ( იზოთერმულ ვაგონ - ცისტერნებზე , თერმოს - ცისტერნებზე ); ე ) ღვინო , არაყი , კონიაკი ღია ყუთებში ; ვ ) სამუზეუმო და ანტიკვარული ფასეულობანი ; ზ ) სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა ( თბომავლები , ელმავლები , ორთქლმავლები , ძრავამავლები , ვაგონები , მათ შორის , სპეციალური დანიშნულების თბომავალი ავტოდრეზინები , ავტომოტრისები , დიზელ და ელექტრომატარებლების ვაგონები , მოძრავი სატვირთო ამწეები , ელექტროსადგურები , ენერგომატარებლები და სარკინიგზო სვლის მქონე სხვა მოწყობილობა ), რომელიც გადაიზიდება თავის ღერძებზე უმოქმედო მდგომარეობაში ; ლოკომოტივების ტენდერები ; თ ) ბაქნებზე გადასაზიდი ლოკომოტივები , რომლებიც განკუთვნილია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისთვის ; ი ) ავტომობილები , ტრაქტორები , ყველა დასახელების მოტორიზებული მანქანები , რომლებიც ნამყოფია ექსპლუატაციაში , მათ შორის სარემონტოდ ან რემონტის შემდეგ გადასაზიდი ; კ ) სპეციალური ავტომობილები , სპეციალიზებული ავტომობილები და ავტოცისტერნები ( მათ შორის , ნავთობპროდუქტების , წყლის , თხევადი გაზისა და სათბობგამწყობების გადაზიდვისათვის ), სპეციალური ძარების მქონე ავტომობილები ; სავეტერინარო სამსახურის , მოსახლეობის კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფურგონ - ავტომობილები ; მოძრავი სახელოსნოები ავტომობილებზე , მათ შორის ავტომობილ - ლაბორატორიები ; ტექნიკური დახმარების ავტომანქანები , სახანძრო მანქანები , ავტობეტონსარევები ; გზების გამწმენდი საფრქვეველიანი ავტომობილები , რენტგენის , სასწრაფო დახმარების , სარეანიმაციო და სხვა ავტომობილები , რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით ; ლ ) ტვირთი , რომელიც გადაიზიდება სვლის გზაზე ნაწილობრივი განტვირთვით ან დამატებითი დატვირთვით ; მ ) საფრთხეშემცველი ტვირთი , რომლის სავალდებულო თანხლება გათვალისწინებულია „ რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესით “.
3.საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი ტვირთის ნუსხა და მისი თანხლების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით .
4.სპეციალური ტვირთის დაცვას უზრუნველყოფს სატრანსპორტო პოლიცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანო . დასაცავი ობიექტებისა და ტვირთის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

