Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 5

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 5. რეფინანსირების

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივები 1. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს რეფინანსირების ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები : ა ) რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) ამ კანონის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივები ; გ ) ამ კანონის მე -3 მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები .

2.ამ კანონის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შესატან აქტივებზე .

3.ამ კანონის 25- ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის კუთვნილ იმ უზრუნველყოფის აქტივებს , რომლებიც იმავე პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკს გადაეცემა .

4.რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი რეფინანსირების ინსტრუმენტების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები . თუ არსებობს ისეთი გარემოებები , რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან / და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს , საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი , რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები . ამ პუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირების ინსტრუმენტის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3 და მე -5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები .

5.რეფინანსირების ბანკის მოვალემ რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე გადახდის ვალდებულებები საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივებით უნდა უზრუნველყოს , რაზედაც შესაბამისად ვრცელდება ამ კანონის მე -3, მე -4 და მე -6− მე -8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები .

6.ამ კანონის დებულებები , რომლებიც რეფინანსირების ბანკის მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს , არ გამოიყენება რეფინანსირების ბანკის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ იპოთეკური ობლიგაციების ამ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად გამოშვების შემთხვევაში . თავი III უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობა და ვალდებულებების უზრუნველყოფა

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2022

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 3კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები
  • 25რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები
  • 7ვალდებულებების უზრუნველყოფა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა
  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
  • 624¹უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 2¹იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 15ფონდის რესურსების ინვესტირება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 17დასაშვები ინვესტიციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172¹301625624¹3115523257195
მნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …სააღსრულებო წარმოებათა…დეპოზიტების დაზღვევის …ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026