Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებმუხლი 7

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:მიზნობრივი შეფასება (იპოთეკა, საგადასახადო, სასამართლო)წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა სულ მცირე 5 პროცენტით უნდა აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამურ ოდენობას .

2.თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნები და ვალდებულებები .

3.ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების გათვალისწინებით , თუ უზრუნველყოფის აქტივი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე -3 ან მე -5 მუხლით ან / და ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს ( მათ შორის , თუ უზრუნველყოფის აქტივი უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს ), ეს აქტივი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება . იმ უზრუნველყოფის აქტივებისთვის , რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს , საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი .

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხის მხოლოდ ის ნაწილი , რომელიც ამ კანონის მე -3 მუხლისმე -4 და მე -5 პუნქტებით დადგენილი სესხის უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობის ფარგლებშია .

5.თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფის აქტივი დეფოლტში აღმოჩნდება , ასეთი მოთხოვნის მოცულობა , რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , შეიძლება შემცირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად . აღნიშნულის მიუხედავად , არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა , რომელიც დეფოლტშია , ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება .

6.ემიტენტი ვალდებულია შეამოწმოს უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემოწმების შედეგები აცნობოს როგორც უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს , ისე საქართველოს ეროვნულ ბანკს . ამ პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების პერიოდულობა და ჩატარების წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .

7.თუ უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება , რომ დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით ან / და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები , ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაზარდოს უზრუნველყოფის აქტივები შესაბამის ოდენობამდე .

8.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ზღვარი , აგრეთვე დააზუსტოს ვალდებულებების უზრუნველყოფის გაანგარიშების წესი .

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დერივატივების დოკუმენტაციასერვისის გვერდი
  • იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის მიზნით ქონების შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-16

10
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 11მუხლი 4მუხლი 3მუხლი 2მუხლი 12მუხლი 20მუხლი 21მუხლი 27მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 3კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები
  • 15უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები
  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 625გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა
  • 624¹უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 26ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

ტურიზმის შესახებ

  • 30ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 105უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 61სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 14სპეციალური სადაზღვევო შენატანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
625301105315121142202127826307
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…მიკრობანკების საქმიანო…ტურიზმის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022