Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 2¹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 2¹. იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიდაფინანსება და გირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹4²4³4⁴4⁵56789

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.

2.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე).

3.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3¹.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების შესახებ, აგრეთვე, თუ ემიტენტისთვის/ რეფინანსირების ბანკის მოვალისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, − შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.

4.საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4¹.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4².ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.

4³.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4⁴.„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.

4⁵.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5.ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის კანონით განსაზღვრული საქმიანობა.

6.ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.

7.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.

8.(ამოღებულია - 14.07.2020, №6810) .

9.ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1945 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.250 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3520 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.321 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6310 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4941 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5678 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6810  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2114 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. ს აქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3347 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3767 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი II აღსრულების ორგანოები საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №123 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ნოე. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  3. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  4. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  5. 19 დეკ. 2023
  6. 20 ნოე. 2023
  7. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  8. 16 დეკ. 2022
  9. 22 ივლ. 2020
  10. 14 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  11. 31 დეკ. 2019
  12. 9 სექ. 2019
  13. 6 აგვ. 2018

    2¹ მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებს გამორიცხავს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების მოქმედების სფეროდან.

  14. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012

    2¹ მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა და ოთხ პუნქტში განსაზღვრავს ქონებასა და აქტივებს, რომლებზეც იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება: სახელმწიფო ქონება, ფინანსური გირაო, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიში (საინკასო დავალების გარდა) და კლიენტის აქტივები ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე.

  15. 9 აგვ. 2010

    2¹ მუხლში კანონის დასახელება შეიცვალა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით, ხოლო ტექსტიდან ამოღებულია ზედმეტი ბიბლიოგრაფიული მითითება.

  16. 19 ნოე. 2009

    2¹ მუხლში შესწორდა მითითებული კანონის სახელწოდება: „და“ შეიცვალა სიტყვით „პრივატიზების,“. იძულებითი აღსრულების, აუქციონის, ყადაღისა და სეკვესტრის დაუშვებლობის წესი უცვლელია.

  17. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    2¹ მუხლში იძულებითი აღსრულებისგან დაცული ქონების განმსაზღვრელი კანონის დასახელება გაფართოვდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებითა და სარგებლობის უფლებით გადაცემით, ხოლო გენერაციის ობიექტებისა და ელექტრო- და გაზის ქსელების ცალკე ჩამონათვალი ამოღებულია.

  18. 29 ივლ. 2005
  19. 5 მარ. 2002

    ახალი 2¹ მუხლი აწესებს ქონებრივ შეზღუდვას: პრივატიზების კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე და სახელმწიფოს ან მის მინიმუმ 50 %-იან საწარმოთა გენერაციის ობიექტებზე, ელექტროგამანაწილებელ და რეგიონალური გაზის ქსელებზე არ ვრცელდება იძულებითი აღსრულება, იძულებითი აუქციონი, ყადაღა და სეკვესტრი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მესამე პირებთან არსებული უფლებების დაყადაღება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების განკარგვის შეზღუდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იპოთეკის ყადაღის დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 19 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 31 რედაქცია
  • 11 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 20მუხლი 22მუხლი 38მუხლი 4მუხლი 41სახელმწიფო ქონების… 4დაგროვებითი პენსიი… 38ფულის გათეთრებისა … 41იპოთეკით დაცული ობ… 2ფასიან ქაღალდებად … 20

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 191საქართველოს სისხლი… 152

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 63აღსრულების სახეები
  • 3სააღსრულებო დაწესებულებები
  • 14⁷კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 153ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს
  • 152ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 175ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების განსაკუთრებული წესი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 1გამოყენების სფერო

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 5რეფინანსირების
  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 12საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1752202238441191152153438412202¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო ქონების შეს…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026