Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 52

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 52. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვაუცხოური ინვესტიციებიტოკენ შეთავაზებებისაინვესტიციო მიგრაციარისკების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირება შესაძლებელია ნებისმიერ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს: ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერილობას (კატეგორიას), რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა შესაძლებელია განახორციელოს ინვესტიცია; ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილს, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელება; გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერილობას; დ) საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიციას თითოეულ პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით; ე) საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან კონტროლის მაქსიმალურ ნებადართულ კონცენტრაციას; ვ) საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებულ გარიგებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს.

2.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მიერ სესხის აღება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობას, რომლის სესხად აღებაც დასაშვებია.

3.თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ეკრძალება გასცეს სესხი, იყოს თავდები ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საბანკო დეპოზიტებში ინვესტირებაზე, აგრეთვე ამ კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენებაზე.

4.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ქვეფონდმა არ შეიძლება განახორციელოს ინვესტიცია იმავე საინვესტიციო ფონდის სხვა ქვეფონდში, თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა დანერგოს რისკების მართვის იმგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც იგი ნებისმიერ დროს შეძლებს მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს აღებული რისკები და მათი წილი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მთლიანი პორტფელის რისკის პროფილში. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ან პირდაპირ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით.

6.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს სამართლებრივი აქტით დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ნებადართული ინვესტიციების განხორციელებისთვის, სესხის აღებისთვის ან გაცემისთვის, აგრეთვე საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირება შესაძლებელია ნებისმიერ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს: ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერილობას (კატეგორიას), რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა შესაძლებელია განახორციელოს ინვესტიცია; ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილს, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელება; გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერილობას; დ) საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიციას თითოეულ პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით; ე) საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან კონტროლის მაქსიმალურ ნებადართულ კონცენტრაციას; ვ) საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებულ გარიგებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს. 2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მიერ სესხის აღება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობას, რომლის სესხად აღებაც დასაშვებია. 3. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ეკრძალება გასცეს სესხი, იყოს თავდები ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საბანკო დეპოზიტებში ინვესტირებაზე, აგრეთვე ამ კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენებაზე. 4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ქვეფონდმა არ შეიძლება განახორციელოს ინვესტიცია იმავე საინვესტიციო ფონდის სხვა ქვეფონდში, თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა დანერგოს რისკების მართვის იმგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც იგი ნებისმიერ დროს შეძლებს მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს აღებული რისკები და მათი წილი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მთლიანი პორტფელის რისკის პროფილში. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ან პირდაპირ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით. 6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს სამართლებრივი აქტით დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ნებადართული ინვესტიციების განხორციელებისთვის, სესხის აღებისთვის ან გაცემისთვის, აგრეთვე საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონვერტირებადი ვალდებულების სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სერია A დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 66ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის შედგენა და მასში გასათვალისწინებელი ინფორმაცია
  • 51ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 33ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 15ფონდის რესურსების ინვესტირება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 5რეფინანსირების

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 27საპენსიო აქტივების ინვესტირება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4352⁴23¹715275566513353852
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დეპოზიტების დაზღვევის …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს საგადასახა…ინოვაციების შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026