Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 7

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

3.ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაში მონაწილეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანო − საბჭო, რომელსაც ქმნის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების, მათ შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, თუშეთის საბჭეოს, თუშების სათემო საბჭოს, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

5.საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.საბჭო შეიმუშავებს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და მათ წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას.

7.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებელი უწყებები.

8.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.

9.სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების) განთავსება და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ნოე. 2022

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 5სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 46თუშეთის

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 6ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 5სააგენტოს უფლებამოსილებანი

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 49მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46185226666154967
მნიშვნელობით ახლოსმაჭახელას დაცული ლანდშ…ნუგზარ ზაზანაშვილის სა…დაცული ტერიტორიების სი…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ნოე. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026