Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

4.არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი.

7.სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 7. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 3არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
  • 4არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 8ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 46თუშეთის , ბაწარა - ბაბანეურის , ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 21ტყის მართვის ორგანო
  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46623918212265346686
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მაჭახელას დაცული ლანდშ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…ცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…ტანისა და თეძმის დაცულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025