Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 22 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.თრუსოს დაცულ ლანდშაფტს მართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

6.სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) თრუსოს დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 22 სექ. 2020

  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 4თრუსოს დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი
  • 1კანონის რეგულირების სფერო

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 8ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6¹ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 46თუშეთის
  • 45თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის ორგანოები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 7სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4645239185416666¹786
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…არაგვის დაცული ლანდშაფ…ტანისა და თეძმის დაცულ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ცივ-გომბორის დაცული ტე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 22 სექ. 2020 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026