1.საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და განახორციელოს აგრეგირებული საჯარო შესყიდვები.
2.საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებია: ა) ჩარჩოშეთანხმება; ბ) დინამიკური შესყიდვის სისტემა; გ) ელექტრონული რევერსიული აუქციონი; დ) ელექტრონული კატალოგი.
3.აგრეგირებული საჯარო შესყიდვებია: ა) ცენტრალიზებული შესყიდვა; ბ) ერთობლივი შესყიდვა.
4.საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებისა და აგრეგირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

