Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 37

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 37. ჩარჩოშეთანხმება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებათეატრისტარტაპის იურიდიული მომსახურებაშერწყმა და შეძენასპორტსმენის წარმომადგენლობაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

# 1. ჩარჩოშეთანხმება არის ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების ფარგლებში დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობასთან დაკავშირებით. ჩარჩოშეთანხმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა წინასწარ ცნობილი/განსაზღვრული არ არის. ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს და ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ოპერატორებს შორის.

2.ჩარჩოშეთანხმების მოქმედების ვადა 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, რომელიც ჩარჩოშეთანხმების საგნიდან გამომდინარეობს.

3.თუ ჩარჩოშეთანხმება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, შესყიდვის ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ეკონომიკურ ოპერატორს მის წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების თხოვნით. დაუშვებელია ისეთი დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც ჩარჩოშეთანხმების პირობების არსებით ცვლილებას იწვევს.

4.თუ ჩარჩოშეთანხმება რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, შესყიდვის ხელშეკრულება იდება: ა) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვის გარეშე, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს. ეს წესები გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის პირობებით; ბ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს; გ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის ნაწილობრივ გამართვით, თუ ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით იყო გათვალისწინებული. არჩევანი, თუ რომელი საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება იქნება შესყიდული კონკურენტული პროცესის გამართვით ან მისი გამართვის გარეშე, შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ ობიექტურ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. შესყიდვის პირობებში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ჩარჩოშეთანხმების პირობები, რომლებზედაც შესაძლებელია კონკურენტული პროცესის გამართვა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების წარდგენის გონივრულ ვადას შესყიდვის ხელშეკრულების საგნის სირთულისა და წინადადებების წარსადგენად აუცილებელი ვადის გათვალისწინებით; გ) წინადადებების წარდგენა წერილობით ხდება და ეს წინადადებები მათი წარდგენის ვადის ამოწურვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; დ) შესყიდვის ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ ოპერატორთან, რომელიც შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდება.

6.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად არ შეისყიდოს ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ ამის შესახებ მითითებულია ჩარჩოშეთანხმების პირობებში.

წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (მონაცემთა გადაცემა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თეატრალური დადგმის ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 67შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა
  • 66შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება
  • 49შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁹ჩარჩოშეთანხმება
  • 20⁸სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 13ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ
  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 57კოლექტიური ხელშეკრულება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 21რეგულირებული შეთანხმების არსი

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 21ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ნამდვილობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁹20⁸129¹5728132321216167664937
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს შრომის კოდ…რეაბილიტაციისა და კრედ…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026