Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 35

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 35. საჯარო შესყიდვის პროცედურის დარეზერვება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მომხმარებელთა დაცვაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშივაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგიაპერსონალური ბრენდინგი და ბაზარზე შესვლატოკენის გაშვება და ფანდრეიზინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოაცხადოს იმ ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომლის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოცხადება დასაშვებია, თუ აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი ნორმალურ პირობებში სხვა ეკონომიკურ ოპერატორს კონკურენციას ვერ გაუწევს.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ ან კულტურულ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოაცხადოს მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილ პირობებს, თუ ეს მომსახურება ექცევა შემდეგ CPV-ის კოდებში: 75121000, 75122000, 75123000, 79622000, 79624000, 79625000, 80110000, 80300000, 80420000, 80430000, 80511000, 80520000, 80590000, 85000000-დან 85323000-ის ჩათვლით, 92500000, 92600000, 98133000, 98133110. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოსაცხადებლად შემსყიდველ ორგანიზაციას სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოქმედებს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ შემსყიდველ ორგანიზაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული CPV-ის კოდების ფარგლებში, წლიური გეგმის მიხედვით განუსაზღვრავს ზღვრულ მოცულობას, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია ამავე პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდის/კოდების შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის დარეზერვება. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის სრული მოცულობის დარეზერვება.

3.ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის უფლებით, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია ან/და საქმიანობას არასამეწარმეო მიზნებისთვის ახორციელებს; ბ) მისი საქმიანობის მიზანია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება; გ) მასთან ბოლო 3 წლის განმავლობაში არ დადებულა შესყიდვის ხელშეკრულება ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით დადებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თავი VI საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამომხმარებლო გაწვევის პროცედურები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქართული კრიპტო საზოგადოების აქტივაცია და მომხმარებელთა შეძენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • OTC გარიგებების ორგანიზება დიდი მოცულობისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 34საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით
  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
  • 10²კონკურსი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 5სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი
  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43²საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²710¹10²2585232613⁶934121935
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026