Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 38

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 38. აღსრულების საფასური

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლისასესხო დავებისააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაციაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაგადაწყვეტილების აღსრულებაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹77¹891011121313²141516

1.აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

2.საფასურიდან მიღებული შემოსავალი ( დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

3.აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გარდა საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

6.თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა.

6¹.აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა; გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა; დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

7.თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%- ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.

7¹.ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

8.ამ კანონის 34- ე და 35- ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.

9.მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.

10.უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს.

11.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების, სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო ორგანოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებისა და ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.

12.საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება : ა ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით; ბ ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით ( სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ); გ ) კრედიტორი აღს რულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას .

13.საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/მუნიციპალიტეტების ორგანოები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), და ამ ორგანოთა კრედიტორები. საფასურის გადახდა და დაკისრება არ ხდება აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. 13 ​​​ 1 . საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საქართველოს საპენსიო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა.

13².საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან თავისუფლდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მათი კრედიტორები.

14.ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების, რომელთაც აქვთ ფულადი მოთხოვნები, მოვალეების მიერ ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%- ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.

15.საფასური არ გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე თანხების შეტანაზე, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თანხების შეტანაზე.

16.სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას საფასური გადაიხდევინება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში და შეადგენს ამონაგები თანხის 7%-ს. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3374 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1467 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2049 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2939 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2741 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3953 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4318 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №128 · ძალაშია 14 ნოე. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 29

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ნოე. 2025
  2. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  3. 28 დეკ. 2023
  4. 20 ნოე. 2023
  5. 18 აპრ. 2023
  6. 28 ივლ. 2020
  7. 19 ნოე. 2019
  8. 29 დეკ. 2015

    38 მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებულია უძრავი ქონების შემძენის განცხადება, ხოლო მე-11 პუნქტში საფასურის წინასწარ გადაუხდელობის წესი მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს უკავშირდება.

  9. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014

    38-ე მუხლის მე-3 პუნქტში სადეპოზიტო პროცენტებისა და „სხვა შემოსავლების“ ჩამონათვალი შეიცვალა ზოგადი ფორმულირებით „ბიუროს შემოსავლები“ და დაემატა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი.

  10. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 17 მარ. 2014

    38-ე მუხლის მე-13 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „ადგილობრივი“ და საფასურისგან გათავისუფლებულ საქმეებს გაძევების საქმეები აღარ ეკუთვნის.

  11. 16 ოქტ. 2013

    13¹ პუნქტის გამონაკლისთა ჩამონათვალს, ეროვნული ბანკისა და შემოსავლების სამსახურის გვერდით, დაემატა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

  12. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    38-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლების შესახებ. მე-5 პუნქტში სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლები გაფართოვდა ფულადი თანხის ვადადამდგარი მოთხოვნითა და ქონებაზე უფლების გადაცემით, ხოლო „მხოლოდ იმ შემთხვევაში“ ამოღებულია.

  13. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

    38-ე მუხლში აღსრულების საფასურის გადამხდელად დაემატა კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას (ახალი „გ“ ქვეპუნქტი).

  14. 17 მაი. 2012

    38-ე მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი: დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას წინასწარი საფასური ჩაითვლება გადახდილად, თუ გამარტივებულ წარმოებაში საგარანტიო თანხა სრულად იყო შეტანილი.

  15. 1 აპრ. 2012· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  16. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    38-ე მუხლში სახელმწიფო ბაჟის გადასახდელ საქმეთა ჩამონათვალს დაემატა სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული სამი კატეგორიის განცხადება და სარჩელი.

  17. 16 იან. 2012
  18. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    შეიცვალა 38-ე მუხლის მე-13–მე-15 პუნქტები: გათავისუფლება ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებზეც გავრცელდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირები წინასწარი გადახდისგან არ თავისუფლდებიან (ორი გამონაკლისით), მე-14 პუნქტს დაემატა 50 ლარის მინიმუმი. მე-15 პუნქტის ფორმულირება შეიცვალა და დაემატა მე-16 პუნქტი, რომელიც ნატურით გადაცემული ქონების რეალიზაციაზე 7%-იან საფასურს ადგენს.

  19. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    6¹ პუნქტის საფასურის სკალა გავრცელდა სახელმწიფო ბაჟსა და ზიანის ანაზღაურებაზეც. მე-11 პუნქტში გადაკეთდა იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელთა აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება.

  20. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  21. 22 დეკ. 2010

    მე-11 პუნქტიდან ამოღებულია 7%-იანი ზღვრის შემცველი წინადადება, მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატა საფასურის გაუქმება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოელთა გაძევების საქმეებზე. 13¹ პუნქტის გამონაკლისი გავრცელდა ეროვნულ ბანკზე, ხოლო მე-15 პუნქტში ბიუროს დასახელება შეიცვალა „აღსრულების ეროვნული ბიუროთი“.

  22. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-10 პუნქტში ფიქსირებული 100-ლარიანი საფასური შეიცვალა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობითა და გადახდის წესით; მე-11 და მე-14 პუნქტებში 7%-იანი და 2%-იანი საფასური ზედა ზღვრად ჩამოყალიბდა, ხოლო მე-11 პუნქტში დაემატა მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება.

  23. 2 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    38-ე მუხლს დაემატა 13¹ პუნქტი, რომელიც შემოსავლების სამსახურს გამონაკლისად ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მე-13 პუნქტით დადგენილი შეზღუდვისგან.

  24. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    38-ე მუხლში დაზუსტდა 50-ლარიანი მინიმუმის პირობა და კრედიტორისთვის თანხის დაბრუნების წესი, გაფართოვდა ბიუჯეტის სასარგებლო თანხების წესი და დაემატა სახელმწიფო ორგანოს გათავისუფლება, 2%-იანი საფასური და საფასურის გამონაკლისები.

  25. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    38-ე მუხლში აღსრულების ხარჯები ჩანაცვლდა აღსრულების საფასურით, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოსავალია, და დაემატა მისი ოდენობების, გადახდის, დაფარვის რიგისა და შეღავათების წესები.

  26. 1 სექ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    38-ე მუხლის მე-9 პუნქტში „სააღსრულებო ფურცელი“ „სააღსრულებო დოკუმენტით“ შეიცვალა; მე-11 პუნქტში წინასწარი საფასურის გარეშე აღსრულებადი მოთხოვნების წრეს დაემატა ბაჟი და საფასური 2%-დან 7%-მდე გაიზარდა.

  27. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    38 მუხლის მე-7 პუნქტში თანხის გადახდევინების საფასურს დაემატა მინიმუმი 50 ლარი, ხოლო მე-10 პუნქტში 100 ლარის საფასური სარჩელის უზრუნველყოფისას დაკავშირებულია რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთთან.

  28. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    38-ე მუხლის მე-8 პუნქტში თანხის დაფარვის რიგი ახლა არის საფასური, შემდეგ აღსასრულებელი მოთხოვნა (სასამართლო ხარჯების გარეშე); მე-11 პუნქტში 2-პროცენტიან საფასურს მოვალეს აღსრულების ხარჯების მითითების გარეშე ეკისრება.

  29. 1 ივლ. 2006· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2006

    38-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 59-ე მუხლს უთანხმებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება12 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბავშვის რჩენის მოთხოვნები12 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარანტიის აღსრულება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვენჩურული სესხის კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 29 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 32 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 35საქართველოს სამოქა… 268საქართველოს სისხლი… 200საქართველოს სისხლი… 200

მიუთითებენ მასზე

მუხლი 113მუხლი 14¹⁷მუხლი 2¹მუხლი 39მუხლი 91⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91¹⁸ანაზღაურება
  • 39აღსრულების ხარჯები
  • 91¹¹გამარტივებული წარმოების საფასური

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 171აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით
  • 168აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 30ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 48აღსრულების ხარჯები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • 2საფასურის ცნება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 377¹აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 11⁵მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 13საფასური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
481713923511314¹⁷2¹91⁴91¹⁸91¹¹2682002003038
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026