საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 55. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ კანონით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებითა და შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით.

2.ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად სააგენტოს ანგარიშზე იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობაა 100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.

3.ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5.ეკონომიკურმა ოპერატორმა განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით უნდა წარადგინოს განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება. განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6.ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, აგრეთვე ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თუ ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, შესყიდვის ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

    მე-2 პუნქტში გადახდისა და დაბრუნების „წესი“ შეიცვალა „წესებით“. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობასა და მისი გადახდა-დაბრუნების წესებზე უფლებამოსილი ორგანო ახლა საქართველოს მთავრობაა და არა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³19¹24²20¹⁰10141558313840198955
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა