Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 54

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 54. შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ღია პროცედურასა და კონკურსში შესყიდვის პირობების გაცნობისა და წინადადების წარდგენისთვის განისაზღვრება შემდეგი ვადები: ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 25 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 5 დღე; ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია: ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 2 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარზე ნაკლებია; ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს; ბ.გ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარზე ნაკლებია; ბ.დ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 15 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 5 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 000 ლარს.

2.შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობისა და განაცხადების წარდგენის ვადები დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. შეზღუდულ პროცედურასა და წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში წინადადებების წარსადგენად/დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები, აგრეთვე წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გაცნობის ვადები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დინამიკური შესყიდვის სისტემაში წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის საერთო ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ხოლო 5 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

3.თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის გამოცხადებამდე არაუადრეს 12 თვისა და არაუგვიანეს 35 დღისა, დადგენილი წესით გამოაქვეყნა წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება, რომელიც, თავის მხრივ, არ იყო გამიზნული წინადადებების წარსადგენად მოწვევისთვის, შესყიდვის პირობების გაცნობის ვადა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სათანადო მონეტარული ზღვრების გათვალისწინებით, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 25 ან 15 დღე, ღია პროცედურის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს არანაკლებ 10 დღე, ხოლო შეზღუდული პროცედურის შემთხვევაში − არანაკლებ 5 დღე. განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები არ იცვლება.

4.თუ შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არსებობს საგანგებო სიტუაცია, თუმცა ის არ არის იმ მოცულობის/მასშტაბის, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა გამოიყენოს, ღია პროცედურასა და კონკურსში შესყიდვის პირობების გაცნობისა და წინადადების წარდგენისთვის განისაზღვრება შემდეგი ვადები: ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 10 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – არანაკლებ მომდევნო 5 დღე; ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია: ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 2 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს; ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 000 ლარს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდულ პროცედურაში შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობისა და განაცხადების წარდგენის ვადები, აგრეთვე წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები დგინდება იმავე პუნქტის შესაბამისად.

6.თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობების გაცნობისთვის ამ მუხლით დადგენილ მინიმალურ ვადაზე მეტი ვადა განსაზღვრა, დაუშვებელია საჯარო შესყიდვის გამოცხადების შემდეგ მისი შემცირება.

7.განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ადეკვატური ვადის დადგენის შესახებ.

8.ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 52მუხლი 7მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 53შესყიდვის პირობები
  • 47შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა
  • 55განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 15¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
  • 24²გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი
  • 19¹საფასურის განაკვეთი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 8განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
  • 22გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
  • 14სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 426განცხადების შეტანის ვადა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42615¹24²822143219333852778534754
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026