მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 38. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ, დროებითი ადმინისტრატორის დასკვნით, მიზანი − მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება − ვერ მიიღწევა.

2.დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერ მომენტში განახორციელოს მიკრობანკში არსებული ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების ფულადი სახსრების მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიკრობანკი მიიღებს მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ზომებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
293110¹9¹33²33¹30¹37⁸7937353638
მნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…არასაბანკო სადეპოზიტო …დაზღვევის შესახებკომერციული ბანკების სა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა