Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 35

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების მიღებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, მიკრობანკისა და ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მიკრობანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი.

2.დროებითი ადმინისტრატორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3.დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის დღისა, აცნობოს იმ საგადახდო სისტემის ოპერატორს, რომლის სისტემის მონაწილეც არის ის მიკრობანკი, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს.

4.დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია მიკრობანკის სახელითა და ხარჯით ნებისმიერი ქმედების განხორციელება დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.დროებით ადმინისტრატორზე გადადის მიკრობანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.

6.დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკე ნორმატიული აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები
  • 38დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება
  • 36დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30¹ადრეული ინტერვენცია
  • 37⁸დროებითი ბანკი
  • 37სპეციალური მმართველი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 79საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 29დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

დაზღვევის შესახებ

  • 33¹მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29319¹33¹30¹37⁸3779333738363235
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საინვესტიციო ფონდების …არასაბანკო სადეპოზიტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026