Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 30¹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 30¹. ადრეული ინტერვენცია

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას საზედამხედველო ზომების გამოყენებამ შედეგი არ გამოიღო ან თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ზომების მიღება შესაბამისი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება, კომერციული ბანკისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშესაწყობად და კომერციული ბანკის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა ინტერესების დასაცავად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომების მიღებასთან ერთად დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ეროვნული ბანკი გამოსცემს კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს დროებითი ადმინისტრატორის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე ბეჭდვით ორგანოში. დროებითი  ადმინისტრატორი მოვალეობათა შესრულებას იწყებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან.

2.დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია დროებით იმუშაოს კომერციული ბანკის არსებულ ადმინისტრატორებთან ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი. თუ დროებითი ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილებებს კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან ერთად ახორციელებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად განუსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის თანხმობის მიღების ვალდებულება. დროებით ადმინისტრატორზე არ გადადის კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებები. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრატორის ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღებას საჭიროებდეს. ეროვნული ბანკისგან წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს როგორც დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისას, ისე მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების სხვა ეტაპზე. თანხმობა არ მოითხოვება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით.

3.დროებითი ადმინისტრატორი ინიშნება არაუმეტეს 1 წლის ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძველი არ აღმოფხვრილა, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები და მისი დანიშვნის წესი.

5.მხარეს, რომლის მიმართაც ადრეული ინტერვენციის ზომა გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 30²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30²მუხლი 34მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁸დროებითი ბანკი
  • 38¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 35დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები
  • 36დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 79საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 29დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9²დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

დაზღვევის შესახებ

  • 33¹მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
299²33¹3030²34737⁸38¹5497935373630¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…საინვესტიციო ფონდების …არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ეროვნული ბ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026