საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი.

2.დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა უფლებამოსილებას.

3.საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი დანიშვნის პირობები. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

4.დროებით ადმინისტრატორს უფლებამოსილება უწყდება: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე; ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი. 2. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა უფლებამოსილებას. 3. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი დანიშვნის პირობები. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე. 4. დროებით ადმინისტრატორს უფლებამოსილება უწყდება: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე; ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2933¹30¹52⁴28¹7829801435373679
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა