კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37⁸. დროებითი ბანკი

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შესახებ.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს გადაცემული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემდგომ გასხვისების მიზნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის დაწყებამდე დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, რომელიც რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთანავე იმოქმედებს, როგორც დროებითი ბანკი. შესაბამისმა უწყებებმა და მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ დროებითი ბანკის დაფუძნების პროცესის დროულად დასასრულებლად საჭირო ყველა ზომა.

3.დროებითი ბანკისთვის გადაცემული ვალდებულებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ და სხვა წყაროებიდან გადაცემული აქტივების ჯამს.

4.თუ დროებითი ბანკისთვის გადაცემული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება მათი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები შეიძლება დაუბრუნდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.

5.ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა, იღებს გადაწყვეტილებას დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში მიეთითება დროებითი ბანკისთვის ნებადართული საქმიანობები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების წესი, მათ შორის, ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები, და იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც შეიძლება წარდგენილ იქნეს დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ.

6.დროებითი ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ბანკი გაათავისუფლოს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის დაცვისგან მასზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. დროებითი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები, სტრატეგია და რისკის პროფილი, აგრეთვე დროებითი ბანკის ადმინისტრატორების ანაზღაურება და მოვალეობები თანხმდება ეროვნულ ბანკთან.

7.დროებითი ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ შეიძლება დაინიშნოს დროებითი ბანკის ადმინისტრატორად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ბანკის ადმინისტრატორს მისცეს მითითებები რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

8.დროებითი ბანკი პროფესიული და კომერციული საფუძვლებით უნდა იმართებოდეს. დროებითი ბანკი მუდმივი ინსტრუმენტი არ არის და მისი აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა გასხვისდეს. ამ მიზნით დროებითმა ბანკმა ეროვნული ბანკის ინსტრუქციებისა და მითითებების საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და შეასრულოს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დროებითი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება, აგრეთვე დროებითი ბანკის რეკაპიტალიზაცია, მათ შორის, მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.

9.ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დროებით ბანკს გაუუქმდება საბანკო საქმიანობის ლიცენზია დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შესრულების ან ნარჩენი აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ჩამოწერის შემთხვევაში.

10.დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შესრულების შედეგად მიღებულ თანხებს დროებითი ბანკის აქციონერები მიიღებენ.

11.დროებითი ბანკისთვის რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას გამოიყენება ამ კანონის 37 7 მუხლით დადგენილი წესი, გარდა იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა.

12.დროებით ბანკზე ვრცელდება კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, თუ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , ამ კანონით ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, აგრეთვე დაადგინოს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებული წესები და პირობები. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 1996 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
299²37⁷737¹¹37¹⁴37¹ (…37⁹3355²55¹55⁴26373537⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…არასაბანკო სადეპოზიტო …იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა