საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

მუხლი 22

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1992

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას შრომითი დავის კომისიასა და პროფკავშირის კომიტეტში მისი განხილვის გარეშე უშუალოდ განიხილავს შემდეგ შემთხვევებში:

1.იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაკის განცხადების საფუძველზე, სადაც შრომითი დავის კომისიები არ აირჩევა.

2.მუშაკის განცხადებით სამუშაოზე აღდგენის შესახებ (მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებისა), დათხოვნის თარიღისა და მიზეზების ფორმულირების შეცვლის შესახებ, იძულებით გაცდენილი ან ნაკლებადანაზღაურებული სამუშაოს შესრულების დროის კუთვნილი თანხების გადახდევინების შესახებ, გარდა იმ მუშაკთა დავებისა, რომლებიც მითითებულია ამ დეკრეტის პირველი მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში და მეორე მუხლის მეორე ნაწილში.

3.საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მუშაკის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე.

4.მუშაკის განცხადების საფუძველზე შრომის კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილი იყო მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში განიხილება აგრეთვე დავა იმ პირთა სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომლებიც გადმოყვანის წესით მოწვეული არიან სამუშაოდ სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან; სხვა პირებისა, რომლებთანაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია დადოს შრომის ხელშეკრულება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
521¹⁰⁵11363³⁴160615220212143122
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…პროფესიული კავშირების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს შრომის კოდ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა