საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

მუხლი 25

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1992

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

შრომითი დავის განმხილველმა ორგანომ წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკი. შრომითი დავის განმხილველი ორგანო მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მუშაკისათვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ხელფასის სხვაობის გადახდის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. სამუშაოდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირების არასწორად ცნობის ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია შეცვალოს იგი და გადაწყვეტილებაში მიუთითოს დათხოვნის მიზეზები მოქმედ კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობითა და კანონის სათანადო  მუხლის (პუნქტის) მითითებით. თუ შრომის წიგნაკში დათხოვნის მიზეზების უსწორობამ ან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ფორმულირებამ ხელი შეუშალა მუშაკს ახალ სამუშაოზე მიღებაში, შრომითი დავის განმხილველი ორგანო იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას მისთვის იძულებით გაცდენილი დროის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
305811304481747202627303125
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საგადასახა…პროფესიული კავშირების …პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…არასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა