Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 4

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 4. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელეკომუნიკაციებიბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება შესთავაზოს ავტორიზებულ პირს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად.

2.ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება სხვა ავტორიზებულ პირს შესთავაზოს.

3.ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის გონივრული წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით. ამ მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტის ელემენტები, მათ შორის, ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელზედაც მოთხოვნილია დაშვება, აგრეთვე დაშვების პირობები, ვადა და ფასი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4.ავტორიზებული პირი ვალდებულია სხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორს გადაუხადოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან/და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების საფასური.

5.ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია.

6.ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე.

7.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს მხოლოდ შემდეგი ობიექტური, გამჭვირვალე და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე: ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ პარამეტრებთან (სტანდარტებთან) შეუსაბამობა, რომელზედაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად დაშვებაა მოთხოვნილი; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად საჭირო სივრცის უკმარისობა, მათ შორის, ამ სივრცის ინფრასტრუქტურის ოპერატორის საჭიროებებისთვის გამოყენების აუცილებლობა, რაც დასაბუთებული უნდა იყოს; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მავნე ზეგავლენისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; დ) ნებისმიერი ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) იმის რისკი, რომ დაგეგმილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს აღნიშნულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე სხვა მომსახურებების მიწოდებას; ვ) საბითუმო ფიზიკური ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაშვების რეალური ალტერნატიული საშუალებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ დაშვება შეთავაზებული იქნება სამართლიანი და გონივრული პირობებით.

8.ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირთან დადოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება ან წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 2 თვის ვადაში.

9.ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება კონკრეტულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან ან/და შესაბამისი მიზნით არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები.

10.ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან კონკრეტულ პირობებსა და დებულებებზე, მათ შორის, დაშვების ფასზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დავის გადაწყვეტის მოთხოვნით კომისიას მიმართონ.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მხარეებისთვის (პირებისთვის) დაშვების ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, შესაძლო გავლენა ბიზნესზე და განხორციელებული ინვესტიციის გონივრული უკუგება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვების ფასის დადგენისას კომისია ხელმძღვანელობს იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც იგი შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს.

13.კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ სათანადო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში.

14.ამ მუხლით დადგენილმა მოთხოვნებმა არ უნდა შელახოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ან მესამე პირის საკუთრების უფლება.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი
  • RPC ენდპოინტების და ინფრასტრუქტურის კონფიგურაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 5ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 15გარდამავალი დებულებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება
  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 78გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

მაუწყებლობის შესახებ

  • 40¹ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²34193540¹1757587859154
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023