Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებმუხლი 5

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 5. ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:ტელეკომუნიკაციებიკომუნალური მიერთებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ავტორიზებულ პირს აქვს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება, ხოლო ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას საკუთარი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობისა და შესაბამისი მარშრუტის შესახებ; ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტიპისა და ამჟამინდელი დანიშნულების შესახებ; გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების პროცედურების შესახებ; დ) ტექნიკური ინსტრუქციების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) საკონტაქტო პირის შესახებ.

2.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს ან სრულად არ მიაწოდოს მას ინფორმაცია: ა) ქსელების მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელზედაც მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განთავსება ტექნიკურად შეუძლებელია.

3.ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის ოპერატორი.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არ არის, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების განსათავსებლად გათვალისწინებული ადგილი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

5.ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკმაყოფილოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებთან დაშვებასაც ითხოვს ავტორიზებული პირი. აღნიშნული ელემენტების ადგილზე შესწავლის უფლება უნდა გაიცეს ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 1 თვის ვადაში, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

6.მხარეთა შორის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, კომისიას მიმართოს.

7.კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზაცია (ComCom)სერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 4ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება
  • 11კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
  • 9შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 9¹საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 60¹უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 47დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის მესაკუთრის ფუნქციები
  • 58ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა
  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹3119349¹475846411945
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…ინფორმაციული უსაფრთხოე…საქართველოს სარკინიგზო…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023