ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 19. სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო შესაძლებლობის შემთხვევაში იყენებს ერთიან, საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, განმარტებებს, მეთოდებსა და კლასიფიკაციებს. საქსტატი ხელს უწყობს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში ერთიანი მიდგომების დამკვიდრებას.

2.საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციისთვის. აღნიშნული კოორდინაცია ეხება საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების მიზნით განხორციელებულ ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

3.საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისა და შესაბამისი ანგარიშგების, ხარისხის მონიტორინგის, მეთოდოლოგიების, მონაცემთა გადაცემისა და ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებულ საქმიანობათა შესახებ კომუნიკაციის კოორდინაციისთვის.

4.საქსტატის, როგორც მაკოორდინირებელი ორგანოს, პასუხისმგებლობა ვრცელდება სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისთვის, წარმოებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებელ ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72533¹202034206713141019
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ეროვნული სივრცითი მონა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სამოქალაქო უსაფრთხოები…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა