ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 13. საკოორდინაციო საბჭო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან იმავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების წარმომადგენლები.

2.საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დარგობრივმა ან/და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

3.საკოორდინაციო საბჭო მონაწილეობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41419883241918141051113
მნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…ოფიციალური სტატისტიკის…ეროვნული უსაფრთხოების …სამოქალაქო უსაფრთხოები…შეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა