ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 20. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავაგიორგი საბანაშვილი

1.სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა არის სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანი სტრატეგიული და ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის ძირითადი ინსტრუმენტი.

2.საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისთვის, მომხმარებელთან, რესპონდენტსა და ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელთან აქტიური თანამშრომლობით. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ამ პროცესში მონაწილეობენ და საქსტატს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ.

3.საქსტატი შესაბამისი გამჭვირვალე და დოკუმენტირებული პროცესების საფუძველზე ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების, მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტში ჩართვას შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ავლენს ამ კანონის პირველი და მე-5 მუხლების დებულებებისა და ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესრულებისთვის მზადყოფნას და მათი შესრულების შესაძლებლობას; ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა (აქტივობა) და მისი შედეგები არ ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოს საქმიანობის (აქტივობის) და მისი შედეგების დუბლირებას.

4.საქსტატი პასუხისმგებელია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებისთვის. ეს ანგარიში განსახილველად და დასამტკიცებლად საბჭოს გადაეცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2033¹7220203452219852141320
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…ეროვნული სივრცითი მონა…მეცნიერების, ტექნოლოგი…პროდუქტის უსაფრთხოების…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა