Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებმუხლი 10

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

მუხლი 10. კოორდინატორი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს და მის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

2.კოორდინატორი: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით; ბ) განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ელექტრონულად (ციფრულად) წარმოების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნულ სტანდარტებს; გ) ქმნის, მართავს და ზედამხედველობს ეროვნულ გეოპორტალსა და მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგს, პასუხისმგებელია ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის; დ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების სტაბილურ ხელმისაწვდომობას ამ კანონის შესაბამისად; ე) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, INSPIRE და სხვა) საფუძველზე შეიმუშავებს, სათანადო მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად აახლებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მონაცემთა მოდელის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის), მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნულ პროფილს, ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ქსელური სერვისების თითოეული ტიპისთვის), ტექნიკურ ჩარჩორეგლამენტს, მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნულ პროფილს, მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნულ პროფილს; ვ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხის, სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, განახლების, ხელმისაწვდომობის, დუბლირების აღმოფხვრის, ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) და სტაბილური ფუნქციონირების მონიტორინგს; ზ) სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია სივრცითი მონაცემების მომხმარებლებს დროებით (სათანადო შეუსაბამობის აღმოფხვრამდე) შეუზღუდოს შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის ხელმისაწვდომობა და მის მფლობელს მოსთხოვოს შეუსაბამობის გონივრულ ვადაში აღმოფხვრა; თ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და ნორმატიული აქტების პროექტებს; ი) უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებისა და ინსტრუმენტების შექმნას, ფუნქციონირებასა და განვითარებას; კ) ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და მონიტორინგს; ლ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარსადგენად საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ნ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად უზრუნველყოფს სუბიექტების ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და კოორდინაციას; ო) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად შექმნას უწყებათაშორისი ან/და საექსპერტო დროებითი საკონსულტაციო ჯგუფი/ჯგუფები; პ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი; ჟ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; რ) უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების მწარმოებლებისა და სივრცითი მონაცემების მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზსა და შესაბამის ეფექტიან კოორდინაციას; ს) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის მიზნით უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ტ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს; უ) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-05

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 13საკოორდინაციო საბჭო
  • 8ეროვნული გეოპორტალი
  • 2კანონის მოქმედების სფერო

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 3მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 4მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 58²მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 8¹ციფრული მმართველობის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის უფლებები და მოვალეობები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 3ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 7სახელმწიფო რეგისტრატორის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 22საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 11კოორდინატორის ამოცანები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 56გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
358²378¹224565613821110
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული სივრცითი მონა…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სისხლის სა…ინფორმაციული უსაფრთხოე…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2023