ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი შემდეგი ორგანოებისგან: ა) საქსტატი. იგი სტატისტიკის ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანოა; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი; გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

3.საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების საკითხებში, ამ კანონითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას ახდენენ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

5.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი აღიარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის შესაბამისად.

6.ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების ჩამონათვალი დგინდება სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3268343133¹454212343191276
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…ოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა